Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკის განმარტებით, აშშ-დან საქართველოში ტრანზაქციები შეუფერხებლად ხორციელდება


ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში Western Union-ის სისტემით ტრანზაქციების შეჩერების შესახებ ცნობას უარყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი. როგორც სებ-ის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, ინდივიდუალურ შემთხვევასთან დაკავშირებით კლიენტმა მომსახურე საფინანსო ორგანიზაციას უნდა მიმართოს.

„ქართული კომერციული ბანკების მეშვეობით Western Union-ის სისტემით შეუფერხებლად ხორციელდება ტრანზაქციები აშშ-დან საქართველოში, ასევე პირიქით - საქართველოდან აშშ-ში.

ცალკეული ინდივიდუალური შემთხვევა შესაძლოა უკავშირდებოდეს გზავნილის ლიმიტებს. ასეთ შემთხვევაში, კლიენტმა უნდა მიმართოს მომსახურე საფინანსო ორგანიზაციას", - აცხადებს ეროვნული ბანკი.

XS
SM
MD
LG