Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსიის „Vyasna“ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის 2023 წლის პრიზის ერთ-ერთი ლაურეატია


Vyasna-ს ოფისი მინსკში. 2016 წელი.
Vyasna-ს ოფისი მინსკში. 2016 წელი.

ბელარუსის უფლებადამცველი ჯგუფი „Vyasna“ (გაზაფხული) გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის წლევანდელი პრესტიჟული პრიზის ერთ-ერთი ლაურეატია.

ლაურეატები გაეროში, ნიუ-იორკში, 20 ივლისს გამოცხადდა. პრიზი "მკაფიო გზავნილია უფლებადამცველების მიმართ მთელ მსოფლიოში იმის შესახებ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მადლიერია და მხარს უჭერს მათ ძალისხმევას ადამიანის ყველა უფლებათა დაცვის საქმეში ყველასთვის", განაცხადა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ჩაბა კოროშიმ, ლაურეატების შერჩევის კომიტეტის ხელმძღვანელმა.

სხვა გამარჯვებულთა შორის არის კონგოელ ქალთა უფლებების აქტივისტი და ბუნების დაცვის გლობალური კოალიცია.

XS
SM
MD
LG