რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ჩაატარა საბრძოლო ამუნიციის გამოყენებით "წვრთნა" შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთში, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 21 ივლისს, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც კრემლმა განაცხადა, რომ გემებს, რომლებიც უკრაინისკენ ამ საზღვაო გზით მიემართებიან, პოტენციურ სამხედრო სამიზნეებად განიხილავს.
შავი ზღვის ფლოტმა "განახორციელა სამხედრო წვრთნა რეალური ცეცხლის, გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, რომლის სამიზნე გემი იმყოფებოდა სამხედრო მომზადების პოლიგონზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში", ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში Telegram-ზე.
რუსეთმა 19 ივლისს, უკრაინასთან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების გაუქმებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, განაცხადა, რომ შავ ზღვაზე უკრაინის ნავსადგურებისკენ მიმავალი სატვირთო გემები განიხილება, როგორც სამხედრო ტვირთის შესაძლო მტვირთავები“, იტყობინება AFP-ი.