2023 წლის პირველ ნახევარში ჩინეთმა რუსეთიდან განახორციელა დღე-ღამეში 2.13 მილიონი ბარელი ნავთობის იმპორტი. მოსკოვი პეკინისთვის გადაიქცა ნედლეულის უმსხვილეს მიმწოდებლად, რითაც საუდის არაბეთს გაასწრო, იუწყება გამოცემა Financial Times-ი, ჩინეთის საბაჟოს მონაცემებზე დაყრდნობით.
ივნისში რუსეთიდან იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო - 2.57 მილიონი ბარელი, მაშინ, როცა ჯერ კიდევ მაისში სხვა რეკორდი აღირიცხა, 2.3 მილიონის მოცულობით. FT-ის დათვლით, რუსული ნავთობის იმპორტი გაიზარდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
გამოცემის ექსპერტები იმპორტის ზრდის მიზეზებს შორის ასახელებენ რუსეთის ნედლეულის შედარებით სიიაფეს და ჩინეთის ნავთობპროდუქტების ექსპორტის პოტენციურ ზრდას მაშინ, როცა ქვეყანა კრიზისის პირობებშია.
"ეს არის მოკლევადიანი უარი საუდის ნედლეულზე. ჩინელები ძალიან ცდილობენ ბალანსის შენარჩუნებას თავიანთ მიმწოდებლებს შორის", - ამბობს ჩინეთის ენერგეტიკული კვლევების ოქსფორდელი სპეციალისტი მიხალ მეიდანი.