Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები მოუხსნა რუს მილიარდერ ოლეგ ტინკოვს


ოლეგ ტინკოვი, რუსი მილიარდერი
ოლეგ ტინკოვი, რუსი მილიარდერი

ბრიტანეთმა დაწესებული სანქციები მოუხსნა რუს მილიარდერ ოლეგ ტინკოვს, რომელმაც რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ "შეშლილობა" უწოდა და გასული წლის ნოემბერში უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე.

ტინკოვის სახელი ბრიტანეთის სანქციების სიიდან 20 ივლისს გაქრა, ახსნა-განმარტების გარეშე.

55 წლის ტინკოვი, რომელიც დიდი ხანია რუსეთის გარეთ ცხოვრობს და ლეიკემიას ებრძვის, მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც მას, სხვა შეძლებულ რუს ბიზნესმენებთან ერთად, ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები შეეხო.

XS
SM
MD
LG