Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყმა გააძევა შვედეთის ელჩი, შვედეთში ყურანის შეურაცხყოფის გამო


შია ალ-სუდანი, ერაყის პრემიერ-მინისტრი
შია ალ-სუდანი, ერაყის პრემიერ-მინისტრი

ერაყის პრემიერ-მინისტრმა შია ალ-სუდანიმ 20 ივლისს გასცა ქვეყნიდან შვედეთის ელჩის გაძევებისა და შვედეთიდან ერაყის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის გამოწვევის ბრძანება.

დიპლომატიური კონფლიქტი დაიწყო რამდენიმე საათში მას მერე, რაც სტოკჰოლმში ყურანის დაწვის გეგმით აღშფოთებულმა დემონსტრანტებმა ბაღდადში შვედეთის საელჩოზე მიიტანეს იერიში - ისინი საელჩოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ და მცირე არეალზე ცეცხლი დაანთეს.

სუდანიმ თქვა, რომ საელჩოზე თავდამსხმელები დაისჯებიან და მიანიშნა "უსაფრთხოების უყურადღებო მცველების" პასუხისმგებლობაზე.

სტოკჰოლმში მამაკაცმა ყურანის ასლს ფეხი დაარტყა და წიგნზე დადგა, თუმცა იგი არ დაუწვავს.

XS
SM
MD
LG