უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება 20 ივლისს გამოვიდა მოწოდებით, აღდგეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რათა პასუხი გაეცეს საკვების ნაკლებობის გლობალურ საფრთხეს.
კულება პირველი დიპლომატიური ვიზიტით იმყოფება ისლამაბადში მას შემდეგ, რაც 1993 წელს ქვეყნებს შორის დიპლომატიური კავშირები ჩამოყალიბდა. ვიზიტის დროს მან განაცხადა, რომ საკვების უსაფრთხოებას რუსეთი უთხრის ძირს. კულებას განცხადებას დაეთანხმა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბილავალ ბჰუტო ზარდარი. მან თქვა, რომ ამ საკითხის წამოჭრას აპირებს გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტერეშთან.