ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ (FIG) გადაწყვიტა მომავალი წლის შეჯიბრებებში დაუშვას რუსი და ბელარუსი სპორტსმენები. ისინი გამოსვლას შეძლებენ მხოლოდ ინდივიდუალურად, ნაკრებების გარეთ და მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით.
ფედერაციის განცხადებით, რუსი და ბელარუსი ათლეტები შეძლებენ იასპარეზონ შეჯიბრებებში, რომლებშიც შეირჩევიან სპორტსმენები პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის, თუმცა უშუალოდ ოლიმპიადაზე მათი დაშვების გადაწყვეტილებას მიიღებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი.
ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა და ხაზი გაუსვა თავის მისწრაფებას, მკაცრი სანქციები დაუწესოს მათ, ვინც ომს მხარს უჭერს.
მანამდე, 13 მაისს, FIG გამოვიდა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზობებზე დაშვების წინააღმდეგ, მათ შორის ნეიტრალური სტატუსითაც, თუმცა ფედერაციის პრეზიდენტი მორინარი ვატანაბე წესების შერბილების მომხრე იყო.