რუსეთის სახელმწიფო მუზეუმმა "ახალი აკადემიის" მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გააუქმა. გამოფენა 20 ივლისს უნდა გახსნილიყო. აკადემიის პედაგოგის, ოლეგ მასლოვის განცხადებით, გამოფენა მუზეუმის ახალმა დირექტორმა აკრძალა, ვინაიდან მასში „პორნოგრაფიის პროპაგანდა“ დაინახა.
მასლოვმა გამოფენის გაუქმების შესახებ თავის ფეისბუკის გვერდზეც დაწერა. გამოფენის ანონსი გაქრა მუზეუმის ვებგვერდიდანაც.
მუზეუმის ახალმა დირექტორმა ანა მალინოვამ თანამდებობა აპრილში დაიკავა, მანამდე ის პეტერბურგის ვიცეგუბერნატორის პოსტს იკავებდა კულტურის დარგში. მისი წინამორბედი ვლადიმირ გუსევი მუზეუმს 35 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
გამოფენა მოძრაობა „ახალი მხატვრების“ და სახვითი ხელოვნების "ახალი აკადემიის" დამფუძნებლის, ტიმურ ნოვიკოვის 65 წლისთავს ეძღვნებოდა. იგეგმებოდა „ახალი აკადემიის“ ოცდასამი მხატვრის ოთხმოცამდე ნამუშევრის გამოფენა.