Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის MI6-ის ხელმძღვანელი ომის დასასრულებლად რუსებს მოუწოდებს თავის სამსახურთან თანამშრომლობისკენ


რიჩარდ მური, MI6-ის ხელმძღვანელი
რიჩარდ მური, MI6-ის ხელმძღვანელი

ბრიტანეთის უცხოეთის სადაზვერვო სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელის, რიჩარდ მურის თქმით, ივნისში რუსული გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის", ამბოხების მცდელობამ აჩვენა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ზეწოლის ქვეშაა. მურმა დასძინა, რომ ოპტიმისტურად აფასებს უკრაინის მიერ წარმოებულ კონტრშეტევას.

პრაღაში ვიზიტისას, 19 ივლისს წარმოთქმულ სიტყვაში მურმა ასევე თქვა, რომ რუსებმა, რომლებიც შეძრწუნებული არიან უკრაინაში მიმდინარე ომით, უნდა ითანამშრომლონ მის სადაზვერვო სამსახურთან იმისთვის, რომ სისხლისღვრას წერტილი დაესვას.

XS
SM
MD
LG