Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უკრაინისთვის დამატებით $1.3 მილიარდის შეიარაღების გადაცემას აპირებს


ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს უკრაინას დამატებით გადასცეს $1.3 მილიარდის შეიარაღება. ინფორმაციას ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.

დახმარების პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვისა და დრონების საწინააღმდეგო სისტემებს. დამატებითი დახმარების გასაცემად აშშ იყენებს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის პროგრამას (USAI), რომელიც ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, შეიძინონ სამხედრო პროდუქცია მწარმოებლებისგან, იმის ნაცვლად, რომ გამოყონ საკუთარი მარაგებიდან.

Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დრონების საწინააღმდეგო სისტემები, რომლებსაც უკრაინა მიიღებს, ავსტრალიური კომპანია DroneShield-ის წარმოებული იქნება.

პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 37,6 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.

XS
SM
MD
LG