Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ზღვაში მეორე ცხედარი იპოვეს 


ფოტოილუსტრაცია. თბილისის ზღვა
ფოტოილუსტრაცია. თბილისის ზღვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ თბილისის ზღვაში 18 ივლისს მეორე ცხედარი იპოვეს. მათი განცხადებით, ჯერჯერობით ახლად ნაპოვნი ცხედრის ამოცნობის პროცედურები მიმდინარეობს.

დაკარგულ 21 წლის ლუკა ლაცაბიძეს თბილისის ზღვაში მაშველები ეძებდნენ. ის მეოთხე დღეა, დაკარგულია. მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

18 ივლისს თბილისის ზღვაში ასევე იპოვეს შუახნის მამაკაცის ცხედარი.

XS
SM
MD
LG