Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გახდა ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც ავღანეთში თავისი ბიზნესცენტრი ექნება


ქაბული. საილუსტრაციო ფოტო
ქაბული. საილუსტრაციო ფოტო

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში რუსული ბიზნესცენტრი გაიხსნა. იგი დაარსდა თათრეთის ინიციატივით. დამფუძნებელია რუსეთის მუსლიმთა ყაზანის საქველმოქმედო, პატრიოტული ფონდი. ამრიგად, რუსეთი გახდა ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც აქვს თავისი ბიზნესწარმომადგენლობა ავღანეთში.

ცენტრის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ავღანეთში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი ალექსეი ნიკოლაევი და საელჩოს ეკონომიკური მრჩეველი რინატ ბორანუკოვი.

ბიზნესმენები რუსეთიდან შეძლებენ ცენტრში მისვლას, იქ ცხოვრებას და მოლაპარაკებების გამართვას. ბიზნესცენტრის ტერიტორია გაძლიერებული დაცვის ქვეშაა. საქველმოქმედო ფონდის დირექტორმა რუსტამ ხაბიბულინმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტები ქაბულისა და ავღანეთის პროვინციების სხვა რაიონებშიც მოეწყობა.

მანამდე ხაბიბულინმა აღნიშნა, რომ ავღანეთის მთავრობა აპირებს ინვესტიციების მოზიდვას ცემენტის, ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური ქარხნების, ფარმაცევტული კომპლექსების მშენებლობაში.

  • ავღანეთის სათავეში იმყოფება ისლამური რადიკალური დაჯგუფება "თალიბანი", რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარა და რუსეთში აკრძალა.
  • მას შემდეგ, რაც 2021 წელს თალიბანი ხელისუფლებაში მოვიდა, ქვეყანაში მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები - საერო კანონმდებლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა შარიათის კანონით, ფეხი მოიკიდა დისიდენტების დევნამ და საჯარო სიკვდილით დასჯამ, ქალებს ჩამოერთვათ განათლებისა და მუშაობის უფლება.
XS
SM
MD
LG