Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: მარცვლეულის შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში რუსეთს უზარმაზარი "დიპლომატიური ხარჯი" ექნება


აშშ-ის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი. ვაშინგტონი. 07 ივლისი, 2023 წელი
აშშ-ის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი. ვაშინგტონი. 07 ივლისი, 2023 წელი

აშშ-ის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა CBS-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთს უკრაინასთან მარცვლეულის შეთანხმებიდან შესაძლო გასვლის შემთხვევაში, დიდი „დიპლომატიური ხარჯი“ ექნება.

„მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რას იზამს ვლადიმირ პუტინი. შეიძლება რუსეთი გავიდეს შეთანხმებიდან, შეიძლება გაგრძელოს. თუ ისინი დატოვებენ შეთანხმებას, მთელი მსოფლიო შეხედავს ამას და იტყვის, რომ რუსეთმა ზურგი შეაქცია გლობალური სამხრეთის, აფრიკის, სამხრეთ ამერიკის და აზიის ქვეყნებისთვის საჭირო სურსათის მისაღებ ფასებში წვდომის საშუალების მიცემას. ვფიქრობ, მომავალში რუსეთს ამის გამო უზარმაზარი დიპლომატიურ ხარჯი ექნება", - განაცხადა სალივანმა.

ჯო ბაიდენის მრჩეველმა აღნიშნა, რომ აშშ მზად არის ყველა სცენარისთვის და მჭიდროდ თანამშრომლობს ამ საკითხში კიევთან. ადრე გავრცელდა ცნობა, რომ ოდესის ნავსადგურიდან 16 ივლისს მარცვლეულით დატვირთული ბოლო გემი გავიდა, მარცვლეულის შესახებ არსებული შეთანხმების ჩარჩოებში.

შეთანხმებას ვადა 17 ივლისს გასდის.

რუსეთს მიიჩნევს, რომ არ შესრულდა დაპირებული, სასოფლო სამეურნეო პროდუქტისა და სასუქის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნა.

მარცვლეულზე შეთანხმება შარშან გაფორმდა თურქეთის და გაეროს მონაწილეობით და გულისხმობს რუსეთის მიერ ბლოკირებული შავი ზღვის ნავსადგურებიდან უკრაინის მარცვლეულის გატანას.

XS
SM
MD
LG