საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ავსტრიის ქალაქ გრაცში გამართულ ევროპის თასზე საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ძიუდოისტებმა პრესტიჟულ შეჯიბრებაზე ცხრა მედალი მოიპოვეს - ოთხი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო.
ქართველი სპორტსმენები მხოლოდ ვაჟთა კონკურენციაში ავიდნენ კვარცხლბეკზე, მაგრამ ეს შედეგიც საკმარისი აღმოჩნდა ვაჟთა და ქალთა საერთო გუნდური ჩათვლის მოსაგებად.
ევროპის თასზე დაუმარცხებლად იჭიდავეს და ჩემპიონები გახდნენ გიორგი ლოლაძე (73 კილოგრამი წონითი კატეგორია), ლუკა ბაბუციძე (81კგ), მიხეილ ჯაფარიძე (100კგ) და შალვა გურეშიძე (+100კგ).