ირანში ჩადრის სავალდებულო ტარებას კვლავ მორალის პოლიცია გააკონტროლებს. ისლამური რესპუბლიკის სააგენტო "ისნა" პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 16 ივლისიდან მთელ ქვეყანაში ქუჩებში იმოძრავებენ პატრულები, რათა დარღვევების წინააღმდეგ იმოქმედონ.
ირანის პოლიტიკური და რელიგიური მმართველობის წინააღმდეგ გასული წლის შემოდგომაზე დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ქვეყნის ქუჩებში გაქრა მორალის პოლიცია. მუსლიმანური ქვეყნისთვის უჩვეულოდ ბევრი ქალი აღარ ატარებს ჩადრს, რაც ასევე პროტესტის გამოხატულებაა.
2022 წლის სექტემბერში დემონსტრაციების დაწყების საბაბი იყო ახალგაზრდა ირანელი ქურთი ქალის სიკვდილი საპატიმროში მას მერე, რაც ის მორალის პოლიციამ დააკავა თავსაბურავის არასწორი ტარების გამო.
ირანის პარლამენტი მალე უყრის კენჭს ახალ, უფრო მკაცრ სასჯელს სამოსის ტარების მუსლიმანური წესის დარღვევისთვის.