Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუდაპეშტში გაიმართა პრაიდის აღლუმი - დემონსტრაცია წიგნით მოვაჭრის დაჯარიმების მიმართ პროტესტის ნიშნად


პრაიდი ბუდაპეშტში. 15 ივლისი, 2023 წელი
პრაიდი ბუდაპეშტში. 15 ივლისი, 2023 წელი

უნგრეთის დედაქალაქში გაიმართა პრაიდის აღლუმი, რომლის ათასობით მონაწილე სექსუალური უმცირესობების მიმართ მთავრობის შემზღუდავი პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა.

Dpa იტყობინება, რომ პროტესტი დიდწილად მიმართული იყო წიგნით მოვაჭრე ქსელის მიმართ ახლახან ჯარიმის დაწესების წინააღმდეგ. წიგნით მოვაჭრეები იმის გამო დასაჯეს, რომ მათ დაიწყეს კომიქსის გაყიდვა კანონის დარღვევით. ხელისუფლებამ დიდი ფულადი ჯარიმა დაუწესა წიგნის კომპანიას გრაფიკული, ლგბტ+ თემაზე შექმნილი რომანის გაყიდვისთვის.

ჯარიმის საფუძველი იყო უნგრეთში მოქმედი სადავო კანონი, რომელიც კრძალავს არასრულწლოვანთათვის ჰომოსექსუალური შინაარსის ჩვენებას.

ამბავი ეხება ორ თინეიჯერ ვაჟს, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდებათ.

აღლუმის ორგანიზატორთა თანახმად, დემონსტრაციაში მონაწილეობდა 35 ათასი ადამიანი, მათ შორის აშშ-ის ელჩი უნგრეთში დევიდ პრესმანი.

აშშ-ის მთავრობამ, ასევე ათეულობით სხვა ქვეყანამ ერთობლივ წერილში პროტესტი გამოთქვეს უნგრეთში არაჰეტეროსექსუალების დისკრიმინაციის გამო.

XS
SM
MD
LG