უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე რუსეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. არიან დაშავებულები, დაიღუპა ერთი ადამიანი.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის სიტყვებით, ერთ-ერთი დარტყმა მოხდა შევჩენკოს რაიონზე:
„დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ხარკოვზე თავდასხმა განხორციელდა რაკეტებით C-300“, - წერს ის ტელეგრამის გვერდზე.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად დაღუპულია ერთი მშვიდობიანი მოქალაქე: „დაიღუპა 33 წლის კაცი. კიდევ ერთი კაცი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლი“.
ზაპოროჟიეს ოლქზე შეტევისას, რომელიც სარაკეტო სისტემიდან განხორციელდა, დაშავდა შვიდი ადამიანი.