Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NYT: უკრაინამ სამხედრო ტექნიკის არსებითი დანაკარგი განიცადა


აშშ-იდან უკრაინისთვის გასაგზავნად გამზადებული Bradley-ის ტიპის ჯავშანმანქანა. აშშ. სამხრეთი კაროლინა. იანვარი, 2023 წელი.
აშშ-იდან უკრაინისთვის გასაგზავნად გამზადებული Bradley-ის ტიპის ჯავშანმანქანა. აშშ. სამხრეთი კაროლინა. იანვარი, 2023 წელი.

უკრაინამ რუსეთთან ომში თავისი ახლანდელი კონტრიერიშის პირველ კვირებში სამხედრო ტექნიკის არსებითი დანაკარგი განიცადა, იტყობინება New York Times-ი.

დანაკარგი ეხება სხვათა შორის, საბრძოლო მანქანებს, Bradley-ის, და Leopard-ის ტიპის ტანკებს, იტყობინება NYT-ი დასავლელ მოხელეებზე დაყრდნობით. ბოლო კვირებში ეს დანაკარგი შემცირდა, რადგან კიევმა შეცვალა თავისი სტრატეგია, რომლის თანახმად, ახლა უკრაინის არმია ცდილობს რუსეთის ძალების დასუსტებას არტილერიის და შორი მოქმედების რაკეტებით დარტყმების საშუალებით და არა ჯავშანტექნიკის წინსვლით.

ივნისში დაწყებული კონტრიერიშის პირველ კვირებში უკრაინამ დაკარგა ბრძოლაში გაგზავნილი შეიარაღების 20%.

ამ თვეში ეს მონაცემი 10 %-მდე შემცირდა, წერს გაზეთი.

XS
SM
MD
LG