Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერი საავადმყოფოში მოათავსეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია


ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ 15 ივლისს საავადმყოფოში მოათავსეს, იტყობინება მისი ოფისი და დასძენს, რომ 73 წლის პოლიტიკოსს შესაძლებელია „მსუბუქი დეჰიდრატაცია“ დაემართა, მაგრამ „მდგომარეობა კარგია“.

„პრემიერ-მინისტრი შიბას სამედიცინო ცენტრში სულ ახლახან მივიდა“, - ნათქვამია განცხადებაში. საავადმყოფო თელ-ავივის მახლობლად მდებარეობს. პრემიერს სამედიცინო კვლევა უტარდება.

„დღეს მან ცოტა თავბრუსხვევა იგრძნო და პირადი ექიმის, დრ. ცვი ბერკოვიცის რჩევით, შიბას სასწრაფო სამედიცინო განყოფილებაში გადაიყვანეს“, - იტყობინება პრემიერის ოფისი.

ნეთანიაჰუ, რომელიც შარშან იქნა კვლავ არჩეული პოსტზე, მკაცრად მემარჯვენე კოალიციას ხელმძღვანელობს. კოალიცია გამოვიდა სასამართლოს სისტემის რეორგანიზაციის წინადადებით, რომლის წინააღმდეგ იანვრის შემდეგ ყოველ კვირას იმართება დემონსტრაციები.

ნეთანიაჰუს საქმე აქვს სასამართლოში, სადაც მის წინააღმდეგ კორუფციის საქმე განიხილება. პრემიერი ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG