Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ФСБ-ს მტკიცებით, აღკვეთეს სიმონიანისა და სობჩაკის მკვლელობა


მარგარიტა სიმონიანი და ქსენია სობჩაკი
მარგარიტა სიმონიანი და ქსენია სობჩაკი

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის აცხადებს, რომ აღკვეთა კრემლის პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანისა და ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის მკვლელობა, რომელსაც ნეონაცისტური ჯგუფი „პარაგრაფი-88“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დავალებით გეგმავდა.

ФСБ აცხადებს, რომ ბრალდებული ნეონაცისტები 14 ივლისს მოსკოვსა და რიაზანის რეგიონში დააკავეს:

„მათ დაადასტურეს მკვლელობის მცდელობის მომზადება SBU-ს დავალებით, თითოეული მკვლელობისთვის 1,5 მილიონი რუბლის ჯილდოსთვის“.

მალევე, RT-მ გამოაქვეყნა 18 წლის მოსკოვის მკვიდრის დაკითხვის ამსახველი კადრები. ახალგაზრდა კაცის თქმით, მან შექმნა ნეონაცისტური ჯგუფი Paragraph-88 და მასში არასრულწლოვნები ჩაერთნენ. ჯგუფის შექმნის შემდეგ კი მას დაუკავშირდნენ უკრაინის სპეცსამსახურები, რომლებმაც შეუკვეთეს სიმონიანისა და სობჩაკის მკვლელობა.

XS
SM
MD
LG