უკრაინის არმიის განცხადებით, მისი ძალები წინ მიიწევენ სამხრეთით, ზაპოროჟიეს რეგიონში და აკავებენ რუსეთის არმიის შეტევას აღმოსავლეთით, ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში.
არმიის გენერალური შტაბი 14 ივლისის საღამოს ანგარიშში აცხადებს, რომ მტერმა 43 საჰაერო და 17 სარაკეტო შეტევა განახორციელა. ანგარიშის თანახმად, რუსეთის არმია გააგრძელებს კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის არეალებზე, და კვლავ მიმდინარეობს ინტენსიური ბრძოლები. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მოხდა 20-მდე საბრძოლო შეტაკება.
საღამოს გამოსვლაში შეტაკებებზე ილაპარაკა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც - მან უკრაინის მოქალაქეებს უთხრა, რომ რუსეთის ძალები სამხრეთსა და აღმოსავლეთში ყველა რესურსს იყენებენ უკრაინის არმიის წინსვლის შესაჩერებლად.
"ყველამ ძალიან მკაფიოდ უნდა გავიაზროთ - მაქსიმალურად მკაფიოდ - რომ რუსეთის ძალები ჩვენს სამხრეთის და აღმოსავლეთის მიწებზე ჩვენი ჯარისკაცების შესაჩერებლად აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა არმიის მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ.