Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფორმულის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიებამ ერთი მოქალაქე ამხილა


ფოტო: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობა.
ფოტო: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობა.

ბათუმში ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ერთი მოქალაქე ამხილა. განცხადებაში აღწერილია 13 ივლისს ბათუმში განვითარებული მოვლენები.

გამოძიების ვერსით, „ფორმულის“ ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა და ოპერატორი თემო ხუხია ინტერვიუს ჩასაწერად მივიდნენ ბათუმში მცხოვრებ ნ.ძ. - სთან, რა დროსაც ნ. ძ. გახდა აგრესიული და სალომე ბოკუჩავას ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის მიზნით რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და სახის არეში, ასევე ორივე ხელი მოუჭირა თავზე და თავით მიაჯახა კედელს. ჟურნალისტმა აღნიშნული ქმედების გამო განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე ნ.ძ.- ს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ჟურნალისტს ხელი შეეშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში".

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ 14 ივლისს ნ.ძ.-ს მიმართ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

XS
SM
MD
LG