ესტონეთიდან აშშ-ში განხორციელდა ექსტრადიცია პირისა, რომელსაც აშშ ბრალად სდებს აშშ-ში წარმოებული ელექტრო და საბრძოლო მასალების უკანონოდ შეტანას რუსეთში, მოსკოვის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის მხარდასაჭერად - იუწყებიან ფედერალური პროკურორები 14 ივლისს.
როგორც იუწყებიან, ვადიმ კონოსჩენოკი სასამართლოს წინაშე პირველად პარასკევს წარდგება. პროკურორები ითხოვენ მის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას სასამართლომდე და აცხადებენ, რომ სხვა შემთხვევაში ეჭვმიტანილი შესაძლოა მიიმალოს.
48 წლის კონოსჩენოკი ესტონეთში დააკავეს 2022 წლის ოქტომბერში, მაშინ, როცა რუსეთში გადასვლას ცდილობდა და თან ჰქონდა მასალები, რომელთა ნაწილსაც ეხება აშშ-ის საექსპორტო კონტროლი - აცხადებენ პროკურორები.