Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა სმოლენსკში დახურა პოლონეთის საკონსულო, "არამეგობრულ ნაბიჯებზე" პასუხად


პოლონეთის საელჩო მოსკოვში
პოლონეთის საელჩო მოსკოვში

რუსეთის ხელისუფლებამ გასცა მოსკოვიდან 400-მდე კილომეტრის მოშორებით, სმოლენსკში მდებარე პოლონეთის საკონსულოს დახურვის ბრძანება.

მთავრობის პრესსამსახურმა სააგენტო Interfax-ს უთხრა, რომ "ეს არის შედეგი პოლონეთის ხელისუფლების არამეგობრული ქმედებებისა, რომლებიც თავიანთი ბუნებით ანტირუსულია, ნაბიჯებისა, რომლებიც გადაიდგა საიმისოდ, რომ უკანონოდ ჩამორთმეულიყო რუსეთის ქონება პოლონეთის ტერიტორიაზე".

მაისში პოლონეთმა გადაიბარა ვარშავაში მდებარე სკოლის შენობა, რომელიც ეკუთვნოდა რუსეთის საელჩოს - და განაცხადა, რომ რუსეთს უკანონოდ ჰქონდა ოკუპირებული პოლონეთის სახელმწიფო ქონება. რუსეთმა მაშინ ამ ნაბიჯს უწოდა "უკანონო ჩამორთმევა" და თქვა, რომ ამას მოჰყვებოდა შესაბამისი პასუხი.

XS
SM
MD
LG