Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტეფანაკერტში ათასობით პირმა გააპროტესტა ლაჩინის დერეფნის ბლოკირება


აქცია სტეფანაკერტში. 2023 წლის 14 ივლისი
აქცია სტეფანაკერტში. 2023 წლის 14 ივლისი

14 ივლისს ათასობით პირმა მოიყარა თავი სტეფანაკერტში, მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რესპუბლიკის დედაქალაქში, რათა გაეპროტესტებინა აზერბაიჯანის მხრიდან ლაჩინის დერეფნის ბლოკირება. ეს დერეფანი წარმოადგენს ერთადერთ სახმელეთო კავშირს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის.

აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (SBS) 11 ივლისს გამოაცხადა, რომ ლაჩინის დერეფნის ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე მოძრაობა შეწყდა, რათა გამოძიებულ იქნეს "სხვადასხვა სახის კონტრაბანდა", რომელიც აღმოჩნდა "წითელი ჯვრის" მანქანებში, რომლებიც სომხეთიდან მოდიოდა.

ამ ნაბიჯით გაიზარდა ჰუმანიტარულ კრიზისზე შეშფოთება რეგიონში, სადაც, სომხეთის განცხადებით, საკვების ნაკლებობა იგრძნობა.

14 ივლისის აქცია გაიმართა სტეფანაკერტის მთავარ მოედანზე. მასში 6000-მდე პირმა მიიღო მონაწილეობა. აქციის ფონია სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ გამოთქმული იმედი იმისა, რომ 15 ივლისს ბრიუსელში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე, შესაძლებელი იქნება სამშვიდობო ხელშეკრულებაზე პროგრესის მიღწევა.

14 ივლისს, მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას, ფაშინიანმა დაგმო ლაჩინის დერეფნის ბლოკადა და თქვა, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) გადაწყვეტილებასთან - სასამართლომ აზერბაიჯანს თებერვალში უთხრა, რომ ამ გზაზე მიმოსვლა თავისუფალი უნდა იყოს.

XS
SM
MD
LG