Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანის თქმით, ის და პუტინი თანხმდებიან, რომ მარცვლეულის შეთანხმება უნდა გახანგრძლივდეს


ფოტო არქივიდან: ვლადიმირ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი
ფოტო არქივიდან: ვლადიმირ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 13 ივლისს განაცხადა, რომ ის და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ უკრაინის მარცვლეულის შავი ზღვით გადაზიდვის შეთანხმების გახანგრძლივების საჭიროებაზე.

ჟურნალისტებთან საუბრში ერდოანმა იმედი გამოთქვა, რომ გაეროსა და თურქეთის ძალისხმევის შედეგად შეთანხმება გახანგრძლივდება ამჟამინდელი ბოლო ვადის, 17 ივლისის მიღმაც.

გაეროსა და თურქეთს მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებისთვის გაწეულ ძალისხმევაში ევროკომისია ეხმარება. როგორც ევროკავშირის პრესმდივანმა ერთი დღით ადრე თქვა, ბლოკი "მზადაა, ყველა გამოსავლის განსახილველად".

XS
SM
MD
LG