Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსი: CIA-ს დირექტორთან განვიხილეთ, "რა ვუყოთ უკრაინას"


რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი. 23 სექტემბერი, 2021 წელი
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი. 23 სექტემბერი, 2021 წელი

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ ივნისის ბოლოს ტელეფონით ესაუბრა CIA-ს დირექტორს, უილიამ ბერნსს, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის საკითხი - "რა ვუყოთ უკრაინას."

ამის შესახებ ცნობას ავრცელებს რადიო თავისუფლების რუსული სამსახური, რომელიც ნარიშკინის რუსეთის სააგენტო TASS-თან საუბარს იმოწმებს.

ნარიშკინსა და ბერნსს შორის სატელეფონო საუბარზე 30 ივნისს იუწყებოდა The Wall Street Journal-ი. გამოცემის თანახმად, CIA-ს დირექტორმა დაურეკა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს, რათა დაერწმუნებინა, რომ შეერთებული შტატები არ ყოფილა ჩართული „ვაგნერის“ ამბოხებაში. ნარიშკინმა საუბრის ფაქტი დაადასტურა, მაგრამ განაცხადა, რომ ეს თემა "საბაბი იყო". მისი თქმით, ერთსაათიანი საუბრის ძირითადი ნაწილი უკრაინის ომს დაეთმო.

ნარიშკინმა აღნიშნა, რომ ბერნსთან შეხვედრაზე არ შეთანხმებულა, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა რჩება. ბერნსს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ნარიშკინის ნათქვამზე.

XS
SM
MD
LG