იმ შემთხვევაში, თუ აშშ უკრაინას კასეტურ იარაღის მიაწვდის, რუსეთიც გამოიყენებს მას, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ. მან მიანიშნა, რომ არც აშშ და უკრაინა და არც რუსეთი ამგვარი იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ხელშეკრულებას არ შეერთებიან.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ კასეტური იარაღის გამოყენება ომს გაახანგრძლივებს.
არაერთი ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში უკვე გამოიყენა კასეტური იარაღი.
კასეტური ბომბები მიწაზე დაცემამდე ფეთქდება და დიდ მანძილზე გატყორცნის მცირე ნაწილაკებს. ზოგი მათგანი კი მაშინვე არ ფეთქება და ნაღმების მსგავსად, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგაც.
კასეტური იარაღი აკრძალულია საერთაშორისო შეთანხმებით, რომლის მონაწილე მსოფლიოს ასზე მეტი სახელმწიფოა.