Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა 11 ქვეყანასთან ერთად ქმნის კოალიციას, უკრაინელი პილოტების F-16 ტიპის გამანადგურებლების გამოყენებაში გასაწვრთნელად


უკრაინელი პილოტების F-16 ტიპის გამანადგურებლების გამოყენებაში გასაწვრთნელად კოალიციაში უკრაინასთან ერთად 11 ქვეყანა ერთიანდება.
უკრაინელი პილოტების F-16 ტიპის გამანადგურებლების გამოყენებაში გასაწვრთნელად კოალიციაში უკრაინასთან ერთად 11 ქვეყანა ერთიანდება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ავრცელებს ინფორმაციას ახალი კოალიციის შექმნის შესახებ, რომელიც უკრაინელ პილოტებს F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების გამოყენებაში გაწვრთნის. კოალიციაში უკრაინასთან ერთად 11 ქვეყანა ერთიანდება: დანია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ნიდერლანდის სამეფო, ლუქსემბურგი, ნორვეგია, რუმინეთი პოლონეთი, პორტუგალია, შვედეთი და კანადა.

მემორანდუმის მიხედვით, სწავლებას გაივლიან უკრაინელი პილოტები, ტექნიკური და დამხმარე პერსონალი. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა კი დამატებით თქვა, რომ არსებობს წვრთნებში სხვა მებრძოლების ჩართვის შესაძლებლობაც.

"როიტერსის" ინფორმაციით, უკრაინელი მფრინავები F-16-ების გამოყენებაში წვრთნას აგვისტოში დაიწყებენ, დანიაში. პარალელურად სწავლება გაიმართება რუმინეთშიც, სადაც ამ მიზნით სპეციალური საწვრთნელი ცენტრი მოეწყობა.

ოლექსი რეზნიკოვს მედიასთან ნათქვამი აქვს, რომ უკრაინელი პილოტების F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების გამოყენებაში მომზადება 4 თვეშია შესაძლებელი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელი მფრინავები F-16-ების გამოყენებაში გადამზადდებოდნენ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 მაისს გაავრცელა. 23 მაისს კი ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა თქვა, რომ უკრაინელი მფრინავები უკვე გადიოდნენ წვრთნას რამდენიმე ქვეყანაში, რომელთაგან ერთ-ერთი იყო პოლონეთი.

XS
SM
MD
LG