ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ძლიერმა წვიმამ დატბორა. ასაფრენი სივრცის დარბაზში ჩამოვარდა ჭერის ფრაგმენტი.
შენობაში დგას წყალი, რომელსაც აეროპორტის დასუფთავების თანამშრომლები წმენდენ.
აეროპორტში შექმნილი პრობლემების გამო გაუქმდა და გადაიდო ფრენები.
10 ივლისს იგეგმებოდა მოსკოვი-ქუთაისის პირველი რეისი. რუსული ავიაკომპანიის, Red Wings-ის თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა აეროპორტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ მოსკოვის რეისი იგვიანებს. სხვა ფრენების გრაფაში კი მითითებულია, რომ გაუქმდა.
B2 730 |
11/07/2023 |
04:55 |
Belavia |
მინსკი |
|
გაუქმებულია | |
W6 6401 |
11/07/2023 |
06:00 |
WizzAir |
სალონიკი |
|
გაუქმებულია | |
W6 6439 |
11/07/2023 |
06:30 |
WizzAir |
პოზნანი |
|
გაუქმებულია | |
W6 6421 |
11/07/2023 |
06:40 |
WizzAir |
პრაღა |
|
გაუქმებულია | |
WZ 554 |
11/07/2023 |
00:30 |
Red Wings |
დომოდედოვო |
|
იგვიანებს |
|
განახლება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ დროებით მუშაობას წყვეტს, წინასწარი ინფორმაციით, 11 ივლისის 07.00 სთ-მდე.
„აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზი დასავლეთ საქართველოში უამინდობა, ძლიერი წვიმაა. უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა. ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული. ამასთან, გამოცხადებულია ე.წ. ნოტამი, რაც გულისხმობს საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი - ადგილზე სწავლობს არსებულ ვითარებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულადაა პროცესში ჩართული და ოპერატიულად მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას", - იუწყება აეროპორტის ადმინისტრაცია.
„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აღარ გამართეს აქცია, რომლითაც მოსკოვიდან ჩამოფრენილ მგზავრებს უნდა დახვედროდნენ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა, მგზავრთა ნაკადის მატების და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, 2022 წელს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასაფრენ–დასაფრენ ზოლს და აეროპორტის გამართულად ოპერირებისთვის აშენდა ახალი ტერმინალი.
აეროპორტის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციით, აეროპორტს შეუძლია ერთდროულად 600 მგზავრის და ოთხი თვითმფრინავის მიღება.