Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში რუსი ჯაშუში დააკავეს


პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ კამინსკი ავრცელებს ინფორმაციას რუსული ჯაშუშური ქსელის ერთი წევრის დაკავების შესახებ.

მარიუშ კამინსკი Twitter-ზე წერს, რომ დაკავებული ჯაშუში უთვალთვალებდა და აკვირდებოდა სამხედრო ინფრასტრუქტურასა და საზღვაო პორტებს და ანაზღაურებას რუსებისგან იღებდა.

Reuters-ის ცნობით, პროკურორებმა განაცხადეს, რომ დაკავებული პირი არის უკრაინის მოქალაქე, რომელიც 2019 წლიდან პოლონეთში იმყოფება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პოლონეთში ამ დრომდე სულ დაკავებულია რუსული ქსელის 15 ჯაშუში. პოლონეთში აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის შემდეგ, რუსული ჯაშუშური ქსელების მთავარი სამიზნე ევროპაში პოლონეთი გახდა.

XS
SM
MD
LG