Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოლის მკვლელობის ბრალდებით 81 წლის კაცი დააკავეს


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 1942 წელს დაბადებული ა.ღ. დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკებისას, ცოლს - 1953 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს - სანადირო თოფით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

განცხადების თანახმად, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი - ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG