Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი წინააღმდეგია, ნატოში შვედეთის გაწევრიანება დაუკავშირდეს ევროკავშირში თურქეთის მიღებას


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. 1 ივნისი, 2023 წელი
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. 1 ივნისი, 2023 წელი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ნატოში შვედეთის შესაძლო გაწევრიანების საკითხის ევროკავშირში თურქეთის შესვლის პროცესის განახლების თემასთან დაკავშირების წინააღმდეგია.

10 ივლისს, მანამდე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თქვა, რომ ევროკავშირმა გზა უნდა გაუხსნას ბლოკში თურქეთის შესვლას მანამ, სანამ თურქეთის პარლამენტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას დათანხმდება. შოლცმა უარყო ერდოანის მცდელობა, ერთმანეთს დაუკავშიროს ეს ორი საკითხი. „ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულ საკითხებად არ უნდა განვიხილოთ“, - თქვა კანცლერმა ბერლინში, იტყობინება გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

XS
SM
MD
LG