Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი ნატოში შვედეთის წევრობას უკავშირებს ევროკავშირში თურქეთის შესვლას


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. 24 მაისი, 2024 წელი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. 24 მაისი, 2024 წელი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადებით, ევროკავშირმა გზა უნდა გაუხსნას ბლოკში თურქეთის შესვლას მანამ, სანამ თურქეთის პარლამენტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას დათანხმდება, იტყობინება Reuters-ი.

ვილნიუსში, ნატოს სამიტზე, გამგზავრების წინ ერდოანმა განაცხადა, რომ ნატოში შვედეთის გაწევრიანება დამოკიდებულია იმ შეთანხმების პირობების შესრულებასთან, რომლებიც გაფორმდა შარშან ზაფხულში, ალიანსის მადრიდის სამიტზე და დასძინა, რომ ანკარისგან კომპრომისს არავინ უნდა მოელოდეს.

ერდოანმა ასევე თქვა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულება კიევს ნატოში შესვლას გაუიოლებს.

XS
SM
MD
LG