ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 9 ივლისს სავარაუდო სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის რეგიონზე.
"დღეს (9 ივლისი-რედ.) ორი რაკეტა ჩამოაგდეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა. ერთ-ერთი რაკეტის დაცემის შედეგად, სოფელ ბიტოშში სახერხი ქარხანა მთლიანად განადგურდა", - წერს ტელეგრამის არხში ბრიანსკის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზი. მისი თქმით, მსხვერპლი არ არის, ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ.
უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ბელგოროდის, ბრიანსკის და კურსკის რეგიონების ხელისუფლებების წარმომადგენლები რეგულარულად იუწყებიან თავდასხმების შესახებ. ისინი თავდასხმებში უკრაინის არმიას ადანაშაულებენ. უკრაინის სარდლობა დაბომბვაზე კომენტარს არ აკეთებს.
ყველაზე პოპულარული
1