Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში იპოვეს ზღვაში გაუჩინარებული არასრულწლოვნის ცხედარი


ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, მეთევზეებმა შემთხვევით იპოვეს რამდენიმე დღის წინ ზღვაში გაუჩინარებული არასრულწლოვნის ცხედარი.

16 წლის ლუკა აბულაძეს 4 ივლისიდან ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე დააკავეს სამი ადამიანი. ერთ-ერთს ბრალად ედება არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობა. ხოლო ორს - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

გამოძიების თანახმად, მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა არასრულწლოვნები კატერზე გამობმული ე.წ. გასაბერი ბანანით ზღვაში გაიყვანა. მოგვიანებით, მკვეთრი მანევრით, ოთხივე განზრახ გადაყარა წყალში ისე, რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი სხვა ორ ბრალდებულთან ერთად სვლა განაგრძო.

წყალში აღმოჩენის შემდეგ, სამმა ახალგაზრდამ ნაპირზე გამოსვლა შეძლო. ლუკა კი ამ დრომდე გაუჩინარებული იყო.

XS
SM
MD
LG