Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლვოვში, ნანგრევებში რუსული იერიშის შედეგად დაღუპული ქალის სხეული აღმოაჩინეს


ლვოვში ნანგრევების დემონტაჟის დროს მაშველებმა კიდევ ერთი დაღუპულის, ამჯერად ქალის ცხედარი იპოვეს, რითაც ექვსამდე გაიზარდა რუსეთის მიერ საცხოვრებელი სახლზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა.

"გაწმენდილია ნანგრევების 70%-ი. სამსახურები მთელი ღამე იმუშავებენ," - დაწერა ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, მაქსიმ კოზიცკიმ ტელეგრამის არხში.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა შვიდი ადამიანი გადაარჩინეს. ევაკუირებულია 64 ადამიანი, ჰოსპიტალიზებულია 14 დაშავებული.

6 ივლისის ღამეს რუსეთმა ლვოვზე სარაკეტო შეტევა მიიტანა. ხელისუფლების ცნობით, განადგურდა 30-ზე მეტი სახლი, 250-ზე მეტი ბინა, 10 საერთო საცხოვრებელი ბავშვთა სახლი, ორი უმაღლესი სასწავლებელი და სკოლა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლვოვის ოლქზე წუხანდელი თავდასხმისას გამოიყენეს 10 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 7 რაკეტა გაანადგურეს.

XS
SM
MD
LG