მოსკოვის ოსტანკინოს რაიონულმა სასამართლომ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის განხილვა რუსული არმიის შესახებ ე.წ. „ფეიკების“ შესახებ, რომელიც ადგილობრივი მკვიდრის, იური კოხოვეცის წინააღმდეგ აღიძრა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ კოხოვეცმა რადიო „თავისუფლების“ მიერ ჩატარებული, ერთ-ერთი ქუჩის გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა.
„მედიაზონის“ ცნობით, ის ფაქტი, რომ ამ საქმეზე მოსმენები დაიწყო, მოსკოვის სასამართლოების მონაცემთა ბაზიდან გამომდინარეობს.
ტელეგრამის არხ „სოტის“ თანახმად, პირველ სხდომაზე, სახელმწიფო პროკურორმა წაიკითხა საქმის წერილობითი მასალები და გამოაქვეყნა საბრალდებო დასკვნა. ბრალდების ტექსტის თანახმად, ბრალდებული "გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას" სპეციალური სამხედრო ოპერაციის (როგორც რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში შეჭრას უწოდებს-რედ.) და ახასიათებს რუსული არმიის ქმედებებს, როგორც დანაშაულებრივს."ამრიგად, ბრალდების თანახმად, კოხოვეცმა" განზრახ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ,"-ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში.
იური კოხოვეცი სასამართლო პროცესის დროს შუშის ბარიერის მიღმა არ იმყოფებოდა, როგორც ეს ყველაზე ხშირად ხდება მსგავს ბრალდებულთან დაკავშირებით, არამედ ადვოკატის გვერდით. ბრალდებული გაუსვლელობის ხელწერილით სარგებლობს. მოწმეების გამოუცხადებლობის გამო, პროკურორის თანაშემწემ შეხვედრის გადადება ითხოვა.
იური კოხოვეცი 2022 წლის ზაფხულში ქუჩაში ჩატარებული გამოკითხვის დროს რადიო თავისუფლების კითხვებზე პასუხის გაცემას დათანხმდა. ინტერვიუს დროს კოხოვეცმა გამოთქვა აზრი უკრაინაში რუსული არმიის ქმედებების შესახებ. სხვა საკითხებთან ერთად, მან თქვა, რომ რუსეთი " ბომბავს სავაჭრო ცენტრებს, ბუჩაში რუსი სამხედროები უმიზეზოდ ხვრეტდნენ მშვიდობიან მოსახლეობას“. კოხოვეცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქის აღძვრის შესახებ მიმდინარე წლის მარტში გახდა ცნობილი. მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება