Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა გააუქმა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ბორელის ვიზიტი


ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი
ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი

ჩინეთმა გააუქმა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჟოზეპ ბორელის ვიზიტი, რომელიც მომავალ კვირაში უნდა გამართულიყო, - განაცხადა ევროკავშირის პრესმდივანმა 4 ივლისს. ვიზიტის გაუქმების მიზეზი არ დასახელებულა.

ჟოზეპ ბორელის ჩინეთში ვიზიტის გაუქმების ფონია ევროკავშირის მცდელობა, შეამციროს საფრთხეები, რომლებსაც ქმნის მისი მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან. ბრიუსელი ჩინეთს უწოდებს "ეკონომიკურ კონკურენტს და სისტემურ მეტოქეს".

"სამწუხაროდ, ჩინეთის მხარემ შეგვატყობინა, რომ მომავალ კვირაში დანიშნული თარიღები [ვიზიტისთვის] შეუძლებელია და ალტერნატივა უნდა გამოვნახოთ", - უთხრა ევროკავშირის პრესმდივანმა ნაბილა მასრალიმ "როიტერსს" 4 ივლისს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა არ გაამხილა ვიზიტის გაუქმების მიზეზები (ამის შესახებ მას პეკინში 5 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს), თუმცა არ გამორიცხა ვიზიტის სხვა დროს განხორციელების შესაძლებლობა.

XS
SM
MD
LG