არასამთავრობო ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანანა ნიკაჭაძემ სექსუალური შევიწროება დაადგინა ქალთა საფეხბურთო კლუბის, „მართვეს" და მწვრთნელის, პაატა დოგრაშვილის მხრიდან, ცხრა ქალი ფეხბურთელის მიმართ.
„ეს არის პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც საფეხბურთო კლუბი, ისევე როგორც მწვრთნელი, ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებელად და დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 36,000 ლარის ოდენობით", - აცხადებს PHR.
ქალი ფეხბურთელების ინტერესებს სასამართლოში წარმოადგენდა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის".