Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელ-ავივში მინიმუმ რვა ადამიანი დაშავდა ფეხით მოსიარულეებისთვის მანქანის დაჯახებისა და დანით თავდასხმის შედეგად


ისრაელის უშიშროების ძალები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე. თელ-ავივი, 4 ივლისი, 2023.
ისრაელის უშიშროების ძალები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე. თელ-ავივი, 4 ივლისი, 2023.

თელ-ავივში მინიმუმ რვა ადამიანი დაშავდა ფეხით მოსიარულეებისთვის მანქანის დაჯახებისა და დანით თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ The Jerusalem Post-ი იტყობინება.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მეტყველებს, რომ მანქანა ტროტუარზე ავიდა და რამდენიმე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. ამის შემდეგ მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და ერთ გამვლელს დანა დაარტყა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა.

ფრთხილად, ვიდეო შეიცავს თავდასხმისა და მკვლელობის კადრებს.

თავდამსხმელი გამვლელმა მოკლა ცეცხლსასროლი იარაღით.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელი იყო. ის დაახლოებით 20 წლის იყო და ისრაელში მკურნალობის ნებართვით შევიდა. წინასწარი ვერსიით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, თუმცა პოლიციამ კიდევ რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდასხმების რაოდენობა გაიზრდება, ამიტომ ისრაელში გაძლიერდება უსაფრთხოების ზომები.

პალესტინელთა მოძრაობა „ჰამასმა“ თავდასხმას უწოდა „პირველი პასუხი დანაშაულებზე“ ჯენინში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, სადაც ისრაელმა ახლახან დაიწყო უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში თავისი ყველაზე დიდი ოპერაცია. ისრაელის არმია აღნიშნავს, რომ ის დარტყმებს ახორციელებს „ტერორისტული ინფრასტრუქტურის“ წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG