Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიღუპა მუშა, რომელიც ბაგრატიონის ქუჩაზე მშენებლობიდან გადმოვარდა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

დაიღუპა მუშა, რომელიც თბილისში სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს გადმოვარდა მშენებარე კორპუსიდან. შემთხვევა დღეს, 4 ივლისს, ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. გადაუდებელი დახმარების ცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათი მისვლისას იგი უკვე გარდაცვლილი იყო.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაში განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენლები ახლაც ადგილზე არიან. უწყების ცნობით, მიღებულია სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG