Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიპლომატები: ნატოს წევრები სტოლტენბერგს კიდევ ერთი წლით დატოვებენ გენერალური მდივნის პოსტზე


იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს წევრი ქვეყნები 4 ივლისს შეთანხმდებიან, რომ იენს სტოლტენბერგი კიდევ ერთი წლით უნდა დარჩეს ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, ამბობს ოთხი დიპლომატი.

ამ გადაწყვეტილების შესახებ ბევრი მინიშნება კეთდებოდა ბოლო კვირებში, თუმცა ნატოში ელჩები სტოლტენბერგისთვის ვადის გახანგრძლივებას ოფიციალურად დაამტკიცებენ 4 ივლისის შეხვედრაზე, აღნიშნავენ დიპლომატები, რომლებმაც ვინაობის ანონიმურად დატოვება ითხოვეს.

სტოლტენბერგი ალიანსს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს, არაერთი კრიზისის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG