Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი მასშტაბურ ოპერაციას ატარებს დასავლეთის სანაპიროზე


3 ივლისს, დილით ადრე, ისრაელმა პალესტინელი ექსტრემისტების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დასავლეთის სანაპიროზე, ჯენინში მდებარე ლტოლვილების ბანაკის სიახლოვეს. ოპერაციაში გამოყენებულია დრონები, ჩართულია ასობით სამხედრო.

დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოები ოპერაციას მიიჩნევენ ყველაზე მასშტაბურად ბოლო წლების განმავლობაში.

პალესტინელთა მხარის ინფორმაციით, რეიდს ემსხვერპლა 8 ადამიანი, დაიჭრა 50-ზე მეტი.

ოპერაციის ფონია ისრაელში მზარდი შიდა ზეწოლა, პასუხი გაეცეს თავდასხმებს ისრაელელ ახალმოსახლეებზე - მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღით მიტანილ იერიშს, რომელსაც გასულ თვეში ოთხი ადამიანი შეეწირა.

XS
SM
MD
LG