გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, უფრო სწრაფად უნდა ჩატარდეს სამუშაოები, რომლებიც ემსახურება უკრაინისთვის გამიზნული, გერმანული წარმოების Leopard 2-ის ტიპის ტანკების შესაკეთებელი ცენტრის პოლონეთში გახსნას.
"ერთი რამ მკაფიოდ უნდა ითქვას: შეკეთების სამუშაოები არის უკრაინის მდგრადი მხარდაჭერის ნაწილი", - თქვა პისტორიუსმა 3 ივლისს, პოლონეთის თავდაცვის მინისტრთან, მარიუშ ბლაშჩაკთან შეხვედრის შემდეგ, სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში.
პისტორიუსის თქმით, ცენტრის შესახებ მოლაპარაკება სასურველია 10 დღეში დასრულდეს.
ცენტრი კომპანია Bumar-Labedy-ის უნდა დაეარსებინა და მას მუშაობა მაისში უნდა დაეწყო, მაგრამ პროგრესი კონტრაქტორებთან დაფინანსების საკითხზე წამოჭრილი უთანხმოების გამო შეფერხდა.