Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აშშ-ის ელჩი შეხვდა WSJ-ის ჟურნალისტს, პატიმრობაში მყოფ გერშკოვიჩს


ევან გერშკოვიჩი მოსკოვის სასამართლოში
ევან გერშკოვიჩი მოსკოვის სასამართლოში

რუსეთში აშშ-ის ელჩს, ლინ ტრეისის 3 ივლისს უფლება მისცეს, მოენახულებინა Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, რომელიც მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში, პატიმრობაში იმყოფება, იუწყება თავად გამოცემა. 29 მარტის შემდეგ ეს მეორე ამგვარი ვიზიტი იყო.

გასულ კვირაში სასამართლომ დაამტკიცა ოფიციალური თხოვნა გერშკოვიჩის წინასწარი პატიმრობის, სულ მცირე, 30 აგვისტომდე გახანგრძლივების შესახებ.

გერშკოვიჩთან საკონსულოს წარმომადგენელთა ვიზიტების იშვიათობა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მზარდი უთანხმოების საგანია.

31 წლის გერშკოვიჩი, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა, ეკატერინბურგში დააპატიმრეს, სამუშაო ვიზიტის დროს. მას ჯაშუშობაში სდებენ ბრალს, რასაც WSJ და აშშ-ის ხელისუფლება გადაჭრით უარყოფენ.

XS
SM
MD
LG