უკრაინის კორუფციის აღკვეთის სახელმწიფო სააგენტომ (NAZK) სამომხმარებლო საქონლის ბრიტანული კომპანია Unilever-ი დაუმატა ომის დამფინანსებელთა სიას და განაცხადა, რომ ასობით საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდი, მათ შორის Dove, Rexona, Lipton-ი და Domestos-ი, არ ასრულებს თავის დაპირებას, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დატოვოს რუსული ბაზარი.
როგორც NAZK-ის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ ნოვიკოვმა 3 ივლისს განაცხადა, "Unilever-ი ვერ იტყვის, რომ ამ ომის წინააღმდეგია, სანამ პუტინის სამხედრო მანქანას უჭერს მხარს".
ანტიკორუფციული სააგენტოს თანახმად, Unilever-ი რუსეთში რჩება და ამ ქვეყანაში მის მიერ მიღებული მოგება შარშან 24.9 პროცენტით გაიზარდა.
Unilever-ს საპასუხო განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.