Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება


საილუსტრაციო ფოტო: ეროვნული გამოცდების ერთ-ერთი ცენტრი, თბილისი. 6 ივლისი, 2020 წ.
საილუსტრაციო ფოტო: ეროვნული გამოცდების ერთ-ერთი ცენტრი, თბილისი. 6 ივლისი, 2020 წ.

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იმუშავებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად, საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.

წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ-რეგულაციები.

2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასე გამოიყურება: ისტორია აირჩია 22 200-მდე აბიტურიენტმა; მათემატიკა - 15 700-ზე მეტმა; ბიოლოგია - 3 600-ზე მეტმა; ქიმია - 2 600-ზე მეტმა; გეოგრაფია - 2 200-ზე მეტმა; ფიზიკა - 700-მდე აბიტურიენტმა; ლიტერატურა - 1 300-მდე აბიტურიენტმა; სამოქალაქო განათლება - 2 000-ზე მეტმა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი - 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

XS
SM
MD
LG