Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
გარდაიცვალა საოპერო მომღერალი თენგიზ მუშკუდიანი

გარდაიცვალა საოპერო მომღერალი თენგიზ მუშკუდიანი


96 წლის ასაკში გარდაიცვალა საოპერო მომღერალი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი თენგიზ მუშკუდიანი. ინფორმაცია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა გაავრცელა და გარდაცვლილის ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა. „ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობის საქმეში“, - ნათქვამია განცხადებაში.

თენგიზ მუშკუდიანი 1954 წლიდან იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი და ასრულებდა ბანის პარტიებს. გადაღებულია ფილმებში „აბეზარა“ და „დიდოსტატის მარჯვენა“.

XS
SM
MD
LG